ბაღდათში პედოფილიის ბრალდებით ჭადრაკის მასწავლებელი დააკავეს

სულ ნახვები : 3,039
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, პედოფილიის ბრალდებით ჭადრაკის მასწავლებელი, სერგო აკიმჩევი დააკავეს.

ინფორმაცია ამის შესახებ არ გახმაურებულა, თუმცა CNews-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, აკიმჩევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა.

ჩვენთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ აკიმჩევის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს ჭადრაკის წრის მოსწავლეების მშობლებმა და მოსწავლეებმა.

CNews-ს წყარო უყვება, რომ ამბავი მაშინვე დაფარეს და ამიტომ მისი გახმაურება არ მომხდარა, ხოლო ჭადრაკის წრეში, რომელიც ბაღდათის კულტურის სახლში არის განთავსებული და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაშია, მერიამ ახალი მასწავლებელი დანიშნა.

წყარო, რომელმაც CNews-ს ინფორმაცია მიაწოდა ყვება:

„ჭადრაკის მასწავლებელი იყო და მის წინააღმდეგ საჭადრაკო წრის რვა მოსწავლის მშობელმა შეიტანა საჩივარი პოლიციაში. როგორც მშობლები აცხადებენ აკიმჩევევი მათ არასრულწლოვან შვილებს, (8-დან  10 წლამდე) სექსუალურად ავიწროებდა. ხელებს უსვამდა სხეულზე. ჩვენებები მისცეს მშობლებმაც და ბავშვებმაც, ამის შემდეგ კი მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. როგორც ცნობილია ეს აკიმჩევი ბუხრებს აკეთებდა კიდევ და ეს ბავშვები მიჰყავდა სამუშაო ადგილებზე და იქ ავიწროებდა მათ.  ბავშვებთან იმუშავეს ფსიქოლოგებმა. ძალიან გასაკვირია ის ფაქტი, რომ მედიასთან ამ დრომდე არავის არ გაუჟღერებია ეს ამბავი და პირველები ხართ, ვინც ამ საკითხით დაინტერესდა“, - განუცხადა წყარომ CNews-ს.

მომხდარს არ უარყოფს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაც, თუმცა კონკრეტულ კომენტარს არ აკეთებენ, რადგანაც საქმე ჯერ კიდევ ძიებაშია და ამ პერიოდში რაიმე სახის განცხადების გაკეთება, მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ. რაც შეეხება თავად ფაქტს, აცხადებენ, რომ გმობენ მსგავს ქმედებას და მიუღებელია მათთვის.

გიგა გელხვიიძე, CNews.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა
სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა
რეგიონი ► Მეტის ნახვა