ენმ პარლამენტში სუს-ის უფროსის მოსმენას არ დაესწრება

სულ ნახვები : 121
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სუს-ის მხრიდან ჩვენ არაერთი სისულელე და ბოდვა მოგვისმენია ე.წ. რევოლუციურ სცენართან დაკავშირებით, ამიტომ არ გვაქვს არანაირი მოლოდინი, რომ რამე საინტერესო ეწერება მათ ანგარიშში, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ.

მისი თქმით, ენმ-ს დეპუტაცია პარლამენტში სუს-ის უფროსის მოსმენას არ დაესწრება.

„სახელმწიფო უსაფრთხოების მხრიდან ჩვენ არაერთი სისულელე და ბოდვა მოგვისმენია ე.წ. რევოლუციურ სცენართან დაკავშირებით, ამიტომ მოლოდინი იმის, რომ რაიმე ეწერება მათ ანგარიშში, ჩვენ არ გვაქვს. შესაბამისად, ჩვენ არ დავესწრებით ანგარიშის მოსმენას, ვინაიდან სახელმწიფო უსაფრთხოება თავიდან ბოლომდე არის კონტროლს ქვეშ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, ამიტომ ჩვენ არანაირი მოლოდინი არ გვაქვს მათი მხრიდან, ვინაიდან რუსული კანონის მიღებით ამ პარტიამ თავიდან ბოლომდე უღალატა ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

შეგახსენებთ, სუს-ის უფროს პარლამენტში ხვალ 12 ივნისს მოუსმენენ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა