მათთვის არის უზრუნველყოფილი უფასო განათლება საქართველოში - პრემიერის უკრაინელ ბავშვებზე
...
ჩვენ სხვადასხვა ფორმატში მხარი დავუჭირეთ 600-ზე მეტ გადაწყვეტილებას, სხვადასხვა ტიპის აქტს, რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, -ამის შესახებ დღეს, 11 ივნისს ბერლინში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო გმობს უკრაინაში რუსეთის აგრესიას.
„აქ იგულისხმება, მათ შორის, ის ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც გაიგზავნა საქართველოდან უკრაინაში, ასევე იგულისხმება ის, რომ საქართველო დღემდე მასპინძლობს დაახლოებით 26 000 ლტოლვილს უკრაინიდან და უზრუნველყოფილია მათთვის უფასო მომსახურება სხვადასხვა თვალსაზრისით. განსაკუთრებულად ვზრუნავთ, რა თქმა უნდა, უკრაინელ ბავშვებზე. მათთვის არის უზრუნველყოფილი უფასო განათლება საქართველოში, მათ შორის, უკრაინულ ენაზე. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი ვალი უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენი ვალია მაქსიმალური თანადგომა გამოვხატოთ უკრაინელი ხალხის მიმართ და დღევანდელ კონფერენციაში ჩვენი მონაწილეობა არის ამის კიდევ ერთი გამოხატულება“, - განაცხადა კობახიძემ.