ბოიკოტს ოპოზიცია ძირითადად არდადეგებისთვის იყენებს - პაპუაშვილი

სულ ნახვები : 117
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარლამენტში ვკორუმი ვერ შედგა და პლენალური სხდომა ჩავარდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, აცხადებს, რომ „ოპოზიცია ძირითადად ბოიკოტს არდადეგებისთვის იყენებს“.

„ბოიკოტი იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს სამსახურში სიარული ეზარება და ამიტომ დაწეროს, რომ არ მოდის, ან ვიღაც არ მოსწონს ან რაღაც არ მოსწონს ან ცუდ ხასიათზეა ან რაღაც პოლიტიკური მიზეზები აქვს. ბოიკოტი გულისხმობს განსახილველი საკითხის გამო სხდომაზე არდასწრებას. მათ შორის, თავისი არსით ეს უნდა გულისხმობდეს პლენარული სხდომის რაღაც მონაკვეთზე არდასწრებას, როდესაც ეს საკითხი განიხილება.

სამწუხაროდ, ასეთი პრაქტიკაა ჩამოყალიბებული, რომ ოპოზიცია ძირითადად ამას არდადეგებისთვის იყენებს, ასე რომ ვნახოთ, ჯერჯერობით ამ პრაქტიკას მივყვეთ და მომავალი მოწვევის პარლამენტში, ალბათ, მნიშვნელოვანია, რომ რეგლამენტში ეს უფრო ცალსახად იყოს გაწერილი და უბრალოდ არ იყოს საფუძველი, რომ სამსახურში სიარულის გარეშე ხელფასი აიღოს ზოგიერთმა ოპოზიციურმა წევრმა", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარული სხდომა ჩავარდა, რადგან სხდომის გახსნისთვის საკმარისი რაოდენობა, 76 დეპუტატი,  სხდომათა დარბაზში არ აღმოჩნდა.

დეპუტატები ხანმოკლე შესვენების შემდეგ რეგისტრაციის პროცესს კიდევ ერთხელ გაივლიან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა