საერთოდ არ მომწონს, რომ „ქართული ოცნების“ წევრებს ადამიანები გულწრფელად აგინებენ - ვახო მეგრელიშვილი

სულ ნახვები : 85
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ოპონენტები როდესაც ერთმანეთს არგუმენტებს არ უცვლიან, ფაქტობრივად, აგრესია რჩება, - აცხადებს გირჩის წევრი ვახო მეგრელიშვილი ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, აგრესია ორივე მხრიდან ღვივდება.  როგორც ვახტანგიშვილი აღნიშნავს არც ის მოსწონს როდესაც ადამიანები „ქართული ოცნების“ წევრებს აგინებენ.

„ეს ყველაფერი წახალისებულია იმის გამო, რომ ერთმანეთში აღარ ვლაპარაკობთ და ტელევიზიებში დებატები არ არის. ოპონენტები როდესაც ერთმანეთს არგუმენტებს არ უცვლიან, ფაქტობრივად, აგრესია რჩება. არ მომწონს, რომ ეს აგრესია ორივე მხრიდან ღვივდება. საერთოდ არ მომწონს, რომ „ქართული ოცნების“ წევრებს ადამიანები გულწრფელად აგინებენ. ყველაფრის გათვლა შეუძლებელია და ეს ყველაფერი, შესაძლოა, სერიოზულ ფიზიკურ დაპირისპირებაში ან რაიმე უბედურებაში გადაიზარდოს. ამაზე პასუხისმგებელია ის ხალხი, ვინც ლაპარაკზე უარი თქვა და ისიც არ შეგვიძლია, გავარჩიოთ, ვინ არის მტერი, ვინ არის ომის პარტია, რა უნდათ ჩვენგან. გამოდის, ორივე მხარე ერთმანეთის დემონიზაციას ახდენს და საკუთარ აქტივისტებს ლეგიტიმაციას აძლევს, რომ მოწინააღმდეგის მიმართ შეურაცხმყოფელი თუ არაშეურაცხმყოფელი ქმედება განახორციელონ“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა