„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში კვორუმი ვერ შეკრიბა

სულ ნახვები : 245
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საპარლამენტო უმრავლესობამ, საკანონმდებლო ორგანოში სხდომის დასაწყებად კვორუმი ვერ შეკრიბა.

როგორც „ოცნების“ დეპუტატები აცხადებენ, ამაში არაფერი არ არის ტრაგედია და მსგავსი რამ საპარლამენტო ცხოვრებაში ხდება.

ბექა ოდიშარიას განცხადებით, ოპოზიცია იქცევა არასწორად, რადგანაც ისინი იმყოფებიან დაუსაბუთებელი ბოიკოტის რეჟიმში.

„თვითონ სხედან დარბაზში და კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებენ და მერე უნდათ გამოლანძღონ საქართველო და ქართული ხელისუფლება. ასეთი უსამართლო არის რა, 73 დეპუტატის იყო დარბაზი არ ეყო კვორუმს უნდა იყოს 76, ასეთი რამეები ხდება და ამას ტრაგედიად ნუ აქცევთ. პარაზიტი ოპოზიციის საქმე იკითხეთ თქვენ, როდესაც საქართველოს პარლამენტი არ ითვალისწინებს უშინაარსო ბოიკოტს. ისინი უშინაარსოდ არიან გასულები ბოიკოტში. ფეხბურთი ხომ არ არის, ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის გათამაშება“, - განაცხადა ოდიშარიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა