მკვდარს თუ მიმიტანენ - მდინარაძე ენმ-სთან შესაძლო ალიანსზე

სულ ნახვები : 282
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამორალურს უწოდებს არმაზ ახვლედიანის ენმ-სთან ალიანსს.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერაფერი გააძლიერებს.

„ნაცმოძრაობას“ ვეღარაფერი გააძლიერებს, რადგანაც მკვდარი არ ცოცხლდება არაფრით, არანაირი წამალი არ გამოგონილა ჯერ სამყაროში, რომ მკვდარი გააცოცხლოს. მე გვარებს და სახელებს იშვიათად ვეხები, მაგრამ რომ ვისმენ დღეს იმდენად ამორალურია ეს ყველაფერი, რომ ადამიანს რომელიც მე სადაც ვარ დღეს ქართულ ოცნებაში, ერთი პერიოდი იყო და სხვა ვინმეს რა მორალში ჩაჯდომით წარმოუდგენია, რომ მე შეიძლება იქ აღმოვჩნდე, ალბათ მკვდარს თუ მიმიტანენ. ისინი რომ დავალებების შემსრულებლები არ იყვნენ, ან რა დავალება უნდა შეასრულო ან როგორ უნდა გაშანტაჟებდნენ, რომ თავის დროზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი იყო, დღეს ნაცმოძრაობაშია, ამორალურიც აღარ ჰქვია იმის იქეთ არის", - განაცხადა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა