საოკუპაციო რეჟიმმა რამაზ ბეღელურს 8-თვიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა
სულ ნახვები :
167
..
საოკუპაციო რეჟიმმა რამაზ ბეღელურს 8-თვიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა - ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
კაცი, რომელსაც ოკუპანტებმა სამი თვის წინ დააკავეს, როცა ძმის საფლავს ასუფთავებდა.
რამაზ ბეღელურს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ყოველ დღე იღებს წამლებს.ის წარსულში რამდენჯერმეა გატაცებული და ერთ-ერთი შემთხვევის დროს, ფორმიანების მხრიდან წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლიც გახდა.