ემიგრანტების აბსოლუტური უმრავლესობა ხმას აძლევს „ოცნების“ წინააღმდეგ - გიგა ლემონჯავა

სულ ნახვები : 201
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ემიგრანტების უმრავლესობა ხმას აძლევს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, - ასე ეხმიანება „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელი გიგა ლემონჯავა, ოცნების გადაწყვეტილებას არ გახსნან უცხოეთში დამატებითი საარჩევნო უბნები ემიგრანტებისთვის.

ლემონჯავას თქმით, საქართველოს ხელისუფლება უკვე 8 თვეა არღვევს კანონმდებლობას.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე 8 თევა არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, არ სცემს პასუხს ემიგრანტების წერილებზე, ასევე ჩვენ კორესპონდენციებზე. ბუნებრივია, რომ ქართულ ოცნებას არ აქვს პოლიტიკური ნება გახსნას უბნები, იმიტომ, რომ მათ ზუსტად იციან, რომ ქართველი ემიგრანტების აბსოლუტური უმრავლესობა ხმას აძლევს ოცნების წინააღმდეგ“, - განაცხადა ლემონჯავამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა