რაც არ უნდა იმოქმედოს კეზერაშვილმა, ის ფიასკოსთვის არის განწირული - დავით მათიკაშვილი

სულ ნახვები : 135
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რადიკალური ოპოზიციაში ვასალური დამოკიდებულებაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა

მისივე თქმით, დავით კეზერაშვილი არის ოპოზიციის არაფორმალური მმართველი, რომელიც მხოლოდ ფინანსურად უზრუნველყოფს და საკუთარ პირობებს უყენებს მათ.

„როგორც ჩანს, დამფინანსებელ ოლიგარქ კეზერაშვილთან უნდა იყოს შეთანხმებული, მათ შორის, კონკრეტული ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც. ეს არის რადიკალური ოპოზიციის დღევანდელი მოცემულობა, ვასალური დამოკიდებულება ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და ფორმალურ მმართველს შორის. ერთი რამ აშკარაა, რაც არ უნდა იმოქმედონ კეზერაშვილმაც, ჯაფარიძემაც, სააკაშვილმაც და სხვა პირებმაც, მათთვის სასურველი პოლიტიკური გზით წარმართონ საარჩევნო პროცესები, ის ფიასკოსთვის არის განწირული“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა