„ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი არეულობაა - ირაკლი ქადაგიშვილი

სულ ნახვები : 294
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი არეულობაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კეზერაშვილის როლი არის გადამწყვეტი, რადგან მას აქვს ფული.

„ვიცით, რომ ამ ფულის წყარო არის საქართველოს ბიუჯეტის ნაძარცვი ფულიდან და ევროპული პენსიონერების ნაძარცვი ფული. ამაზე კი, ევროპა არ რეაგირებს, რადგან ტანდემშია მათი და კეზერაშვილის დაფინანსება რადიკალური ოპოზიციის მიზნებთან. გამომდინარე აქედან, ამ თოჯინებით მანიპულირებენ, ხან ერთს დანიშნავენ ერთ ადგილზე, ხან – მეორეს. ზოგადად, შიდა დიდი არეულობა არის „ნაციონალურ მოძრაობაში“, რადგან ძველი „ნაციონალური მოძრაობა“ და გაყოფილი ე.წ. ახლები, ერთსა და იმავე ელექტორატის გარშემო იბრძვიან, ამიტომ კეზერაშვილთან გახშირებული ვიზიტებიც ამით არის გამოწვეული, რამენაირად მოახდინონ ამ სიტუაციის ან განმუხტვა, ან დაბალანსება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა