ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ერთიანობით დავამარცხებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს - თინა ბოკუჩავა

სულ ნახვები : 225
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ერთიანობით დავამარცხებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„ჩვენ ვიმყოფებით „დემოკრატიულ ფესტივალზე“ წალენჯიხაში იმისთვის, რომ ერთიანობით წალენჯიხელებთან, სამეგრელოსთან, მთელ საქართველოსთან ერთად გავიმარჯვოთ და გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი. ერთიანობით ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ერთიანობით დავძლევთ იმ დაპირისპირებას და ძალადობას, რასაც ივანიშვილი და მისი პარტიის წევრები ქადაგებენ.

„დემოკრატიის ფესტივალის“ სწორედ აქ, წალენჯიხაში, სამეგრელოში ჩატარება ძალიან სიმბოლურია და მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება ერთიანობა. მაშინ, როდესაც ივანიშვილის პარტია ქადაგებს დაპირისპირებას, ჩვენ ვხედავთ, რომ ერთიანობით, მათ შორის სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ვართ ხალხთან, ვართ საქართველოს მოქალაქეებთან და ვმსჯელობთ იმაზე, თუ როგორ გადავარჩინოთ დემოკრატია და ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა