„ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა აჭარის უმაღლესი საბჭოს კანდიდატების სია წარადგინა

სულ ნახვები : 172
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეს, 29 სექტემბერს, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, ბათუმში, უმაღლესი საბჭოს კანდიდატების სია წარადგინა.

ხაზარაძის განცხადებით, ესენი არიან ის ადამიანები, რომებიც აქამდე არ ყოფილან ხელისუფლებაში, თუმცა გამოირჩევიან პროფესიონალიზმით და მათი ყოფნა ხელისუფლებაში, არის ძალიან მნიშვნელოვანი.

 

„ძალიან მაგარ გუნდთან ერთად დღეს გვექნება აჭარის უმაღლესი საბჭოს კანდიდატების სიის წარდგენა. ძლიერი საქართველო, რომელიც შედგება ოთხი პარტიისგან ა რომლის მიზანიც არის რუსული ხელისუფლების დამარცხება საქართველოში, რომლის მიზანია საქართველოსი, ძალიან სწრაფად იმ საქმეების კეთება, რომელიც მოიცავს სამუშაო ადგილებს, 200 000-მდე სამუშაო ადგილს, 1000 ლარიან პენსიას, რუსული გავლენის შემცირებას, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენს სწრაფ ინტეგრაციას ევროკავშირში და ისეთი პროექტების განხორციელებას, როგორიც არის ანაკლიის პორტი, ანაკლიის ქალაქი და უზარმაზარი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც საქართველოს მიცემს სწრაფ განვითარებას. აჭარა და ბათუმი არის ჩვენთვის, ერთ-ერთი ძალიან დიდი პრიორიტეტი რადგანაც აქ ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ პოტენციალს, ასევე ვხედავთ, ძალიან ცუდ საქმეებს გაკეთებულს „ქართული ოცნების“ მხრიდან, მიტომ აქ ყველაზე მთავარი რაც უნდა გავაკეთოთ რის ის, რომ ახალი, ჯანსაღი პროფესიონალი ადამიანებით ჩანაცვლდეს ხელისუფლება, იმ ადამიანებით, რომლებსაც აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება პროფესიულ საქმიანობაში, არასოდეს არ ყოფილან ხელისუფლებაში, არ აქვთ ოცწლიანი ძველი გამოცდილება და ამაყი ვარ, რომ წარვადგენ ამ არაჩვეულებრივ გუნდს", - განაცხადა მან.

აჭარის უმაღლესი საბჭოს, „ძლიერი საქართველოს“ კანდიდატები არიან:

გენო თებიძე;

ვაჟა დარჩია;

როლანდ შავაძე;

ბესიკ შაინიძე;

რაულ პაქსაძე;

აზა გაბუნია;

დავით მამულაძე;

ივანე გოგოლაშვილი;

ნათია ხარატი;

ჯამბულ შარაბიძე;

 

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
რეგიონი ► Მეტის ნახვა