ბაღდათის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები კანონს არღვევენ

სულ ნახვები : 375
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბაღდათში სხვადასხვა საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები, რომლებიც ამავდროულად #52 საოლქო საარჩევნო კომისიის კვოტით სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე არიან დანიშნული, საარჩევნო კოდექსს ღიად არღვევენ.

კერძოდ, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციაში, ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაცია პროპაგანდაში ღიად მონაწილეობა.

Cnews-ის მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით მტკიცდება, რომ ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, საუბნო კომისიებში დანიშნული წევრები, ღიად არიან ჩართული „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ აქტივობებში.

აღნიშნული დარღვევა 2 000 ლარის ოდენობით ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა
პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
რეგიონი ► Მეტის ნახვა