სააკაშვილის უფლებადამცველი ეჭვობს რომ მას შესაძლოა კოვიდი არ ჰქონდეს - რა განცხადება გააკეთა შალვა ხაჭაპურიძემ

სულ ნახვები : 362
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე ეჭვის თვალით უყურებს სააკაშვილის კორონავირუსით ინფიცირებას.

მისი თქმით, იმ პირობებში, რომლის მიხედვითაც უწევდათ მასთან მნახველებს შესვლა წარმოუდგენელი იყო მისი დაინფიცირება.

„მე ადვოკატი ვარ და ყველაფერს უნდა შევხედო ეჭვის თვალით, წარმოუდგენელია, რომ იმ პირობებში, როგორც ხდებოდა მასთან შესვლა, რაიმე დადასტურდებოდა, გარდა ამისა, არავის არ გვაქვს ვისაც მასთან კონტაქტი გვქონდა ეს ვირუსი“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

გარდა ამისა, ხაჭაპურიძის თქმით, მას არ მისცეს სააკაშვილთან შესვლის უფლება და მისთვის ესეც გარკვეულწილად ეჭვის საგანია.

„თანამშრომელმა მითხრა, რომელსაც ტელეფონით გადმოსცეს, რომ ვერ შემიშვებდნენ მასთან, მეტი განმარტება არ ყოფილა. არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები, ერთი თვის წინ ვიზიტების შეწყვეტა მისი ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის, ისე რომ კოვიდი არ არსებობდა.

თქვენ გახსოვთ განცხადებები, რომ სააკაშვილი კი არია ავად, მაგრამ არა რის მძიმე ავადმყოფი, ის რომ მძიმე იყოს მას განვათავსებდით ინტენსიურში ან რეანიმაციულ განყოფილებაში, სინამდვილეში კი სააკაშვილი არის მძიმე ავადმყოფი და ახლა ამ კოვიდის გამოყენებით, თვითონ პალატაში მოუწყვეს აპარატურით, ინტენსიური  და რეანიმაციული მოწყობილობები. ახლა იტყვიან, რომ მაინც არ არის მძიმე აგერ თავის პალატაში წევს, რეალურად კი არის რეანიმაციულ განყოფილებაში“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ მედიასთან საუბრისას.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა