ქართულ პოლიტიკაში ერევა იმ ადამიანების გამოყენებით ვინც მას აქებს - ცოტნე კობერიძე ფარცხალაძეზე

სულ ნახვები : 242
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ამერიკელების განცხადება ის, რომ ფარცხალაძე ქართულ პოლიტიკაში ერევა, ეს ნიშნავს იმას, რომ ის ერევა იმ ადამიანების გამოყენებით ვინც დღეს მას აქებს“ - ასე ეხმიანება აშშ-ის მიერ ყოფილი გენერალური პროკურორის და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ერთ-ერთი ლიდერი ცოტნე კობერიძე. 

მისი თქმით, ამერიკელებმა კარგად იციან ვინ არის ფარცხალაძე და რა ქმედებები აქვს მას ჩადენილი. 

„იცნობენ ამ კაცს, ისიც იციან, რომ მათი მინისტრი ჩაყვანილი ჰყავს, ნაცემი ჰყავს, დამცირებული ჰყავს და ერთი სიტყვით იციან ის, რომ მათთან ერთად ხეირობენ ამ ქვეყნის რუსეთთან მიყიდვით“,  - განაცხადა კობერიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა