მე რატომ უნდა მქონდეს თქვენი იმედი, საკუთარ თანამებრძოლებს ვერ იცავთ - ელისო კილაძე ენმ-ს მამაკაც დეპუტატებს
სულ ნახვები :
1,383
...
გაზეთ „ქრონიკა+“ - ის რედაქტორი ელისო კილაძე, პარლამენტში მომხდარს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
კილაძე საკუთარ „ფეისბუქ“ პოსტში ენმ-ს მამაკაც დეპუტატებს მოუწოდებს, სიტყვით მაინც დაიცვან თავიანთი თანამებრძოლები, თუ ამას ფიზიკურად ვერ ახერხებენ.
„კაცები გაწყდით ენმ-ში, თუ რაშია საქმე?
კოლეგა ქალს ქოცები ასე რომ მოიხსენიებენ, ხელის გაქნევა თუ არ შეგიძლიათ, სიტყვით მაინც გაეცით პასუხი!
მე რატომ უნდა მქონდეს თქვენი იმედი, საკუთარ თანამებრძოლებს ვერ (არ ) იცავთ!“, - წერს კილაძე.