ოკუპანტები კვლავ გააქტიურდნენ - საკორინთლოსთან დღეს რუსები ისევ გამოჩნდნენ

სულ ნახვები : 1,387
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელი, დავით ქაცარავას განცხადებით, საკორინთლოს მიმდებარედ ოკუპანტები დღეს ისევ გამოჩნდნენ.

ამის შესახებ მან სოცოალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნეს:

„დღეს, 19 ნოემბერს, ღორკები კვლავ გამოჩნდნენ საკორინთლოს მიმდებარედ. საგუშაგო, რომელიც თვეების განმავლობაში არააქტიური იყო, მაიორ გინტურის მკვლელობის შემდეგ კვლავ გააცოცხლეს. თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმი დაგვემუქრა, აწი კიდევ უფრო მკაცრად გავაკონტროლებთ "საზღვრებს"ო. საკორინთლოში მათი გააქტიურება, დიდი ალბათობით უკავშირდება ზუსტად ამ განცხადებას. ამ წუთისთვის, ორკებმა დატოვეს საგუშაგო“, - წერს ქაცარავა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები