არც დიდი მოლოდინი მაქვს და არც დიდი იმედი, რომ თემირლანის საქმეს დაუყოვნებლივ გამოიძიებენ სრულყოფილად - მალხაზ მაჩალიკაშვილი

სულ ნახვები : 352
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მიერ გაკეთებული განცხადების - თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან  ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ჯეროვანი აღსრულებისა და ეროვნულ დონეზე საქმის გამოძიების დაუყოვნებლივ განახლების შესახებ, cnews-ი კომენტარისთვის ბატონ მალხაზ მაჩალიკაშვილს დაუკავშირდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი cnews - თან აცხადებს, რომ მიუხედავად თემირლანის საქმისადმი საზოგადოების დიდი ინტერესისა, მას   მოლოდინი იმისა, რომ გამოძიებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური დაუყონებლივ განაახლებს, არ აქვს: „სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც ამ ხელისუფლების შექმნილია და მათი ნაწილია. გასაგებია, რომ ამ საგამოძიებო ჯგუფში ღირსეული ადამიანებიც მუშაობენ, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს ერთი კაცის სისტემაა და ყველა ამ  ერთ კაცს ექვემდებარება. არც დიდი მოლოდინი მაქვს და არც დიდ იმედი, რომ თემირლანის  საქმეს დაუყონებლივ  გამოიძიებენ სრულყოფილად. საქმის გამოძიება რომ სდომოდათ, მალე  ექვსი  წელი გახდება,- აქამდე გამოიძიებდნენ. მაქსიმუმს აკეთებენ და შეგნებულად წელავენ, აჭიანურებენ საქმის გამოძიებას. პრაქტიკაში არარსებულს ითხოვენ -კომუნიკაციას  ევროპული სასამართლოს კომიტეტთან! ასეთი არ მომხდარა,  მიზეზად  იყენებენ და ცდილობენ საქმე კიდევ უფრო დააზიანონ“,- აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

რაც შეეხება მალხაზ მაჩალიკაშვილის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობას და მისთვის სისხლის სამართლის საქმის მასალების გადაცემას, მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ  იგი,  იმთავითვე ითხოვდა დაზარალებულად  აღიარებას, მაგრამ ამაზე ხელისუფლება არ წამოვიდა: „საქმე საქმეში უნდა გამოიხატოს, მარტო ქაღალდზე წერა, ევროკომისიის რეკომენდაციები შევასრულეთო - მიუღებელია. ყველაფერს ამახინჯებენ და ყველას თვალებში ნაცარს გვაყრიან. ვითხოვ დაზარალებულის სტატუსი მომანიჭონ, რათა მე და ჩემს ადვოკატებს მოგვეცეს საშუალება გავეცნოთ საქმის მასალებს“,- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 

თამუნა მჭედლიშვილი   cnews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა