ცალსახად ჩანს, რომ პარტიის მოქმედი მენეჯმენტი ვერ უგებს მიხეილ სააკაშვილს - გიორგი კირთაძე

სულ ნახვები : 238
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მიშას ნამდვილად უნდა ერთობა, უნდა რომ არავინ წავიდეს პარტიიდან და პირიქით, უნდა პარტია იყოს ძლიერი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა ცალსახად ჩანს, რომ მას ვერ უგებს პარტიის მოქმედი მენეჯმენტი, - ამის შესახებ Cnews-ს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა გიორგი კირთაძემ განუცხადა. 

მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილის დღევანდელი განცხადება ეწინააღმდეგება მიხეილ სააკაშვილის სულისკვეთებას.

„ის რომ მიხეილ სააკაშვილს ძალიან უნდა პარტიაში ერთობა და ნაციონალური მოძრაობის ძლიერ ფორმაში ყოფნა, ეს ბუნებრივია. მიხეილ სააკაშვილმა თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის დროს ერთობის მნიშვნელობა ყველას გვაჩვენა სხვადასხვა ეტაპზე, ეს 2003 წელი იყო თუ შემდეგ. მიშას ნამდვილად უნდა ერთობა, უნდა რომ არავინ წავიდეს პარტიიდან და პირიქით, უნდა პარტია იყოს ძლიერი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა ცალსახად ჩანს რომ მას ვერ უგებს პარტიის მოქმედი მენეჯმენტი. ის განცხადებები, რაც შემდეგ მოვისმინე ხაბეიშვილისგან, მგონია,  რომ უპასუხისმგებლობაა პირდაპირ“, - განუცხადა Cnews კირთაძემ. 


ირინა მაკარიძე Cnews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა