თუ ოდესმე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მიხილავთ, ამაშიც გასაკვირი არაფერი იქნება - თამარ კორძაია
სულ ნახვები :
325
...
თუ ოდესმე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მიხილავთ, ამაშიც გასაკვირი არაფერი იქნება, რადგან ამ ბლოკით ვარ შემოსული საქართველოს პარლამენტში, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე არანაირი გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული.
„კონკრეტულად ახლა რას განვიხილავ და რა ეტაპზე ვარ, ამაზე ამ წუთას არ მაქვს პასუხი, რადგან არანაირი გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული. თუ ოდესმე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მიხილავთ, ამაშიც გასაკვირი არაფერი იქნება, რადგან ამ ბლოკით ვარ შემოსული საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.