ეს არის „ქართული ოცნების“ მორიგი თავხედური გამოვლინება - ფიქრია ჩიხრაძე „რუსულ კანონზე“

სულ ნახვები : 137
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„მიუხედავად იმისა, რომ ევროპულმა საზოგადოებამ ქართველი ხალხის განწყობა გაითვალისწინა და მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი „ქართული ოცნება“ მაინც რუსულ გზას ადგას“ - ასე აფასებს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ფიქრია ჩიხრაძე, მმართველი გუნდის მიერ ე.წ. აგენტების კანონის დაბრუნებას და მეორედ ინიციირებას Cnews-სთან.

როგორც დეპუტატმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გზა, ოლიგარქის მიზანია საქართველოს არ მისცეს გასაქანი და შესაძლებლობა სახელმწიფოებრივად სწორ გზაზე დადგეს და სწორი ნაბიჯები გადადგას.

ჩიხრაძის განცხადებით, ეს არის „ქართული ოცნების“  მორიგი თავხედური გამოვლინება.

„მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის განსხვავებული, მიუხედავად იმისა, რომ ევროპულმა საზოგადოებამ ქართველი ხალხის განწყობა გაითვალისწინა და მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი „ქართული ოცნება“ მაინც რუსულ გზას ადგას. ეს არის ბიძინა ივანიშვილის გზა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის არჩევანი, ის ამისთვის არის ამ ქვეყანაში პოლიტიკაში მოსული, რომ საქართველოს არ მისცეს გასაქანი და შესაძლებლობა მისთვის სახელმწიფოებრივად სწორ გზაზე დადგეს და სწორი ნაბიჯები გადადგას. ეს არის „ქართული ოცნების“  მორიგი, სამწუხაროდ, თავხედური გამოვლინება ბიძინა ივანიშვილის ამ განზრახვების“ , - განაცახადა ჩიხრაძემ.

კითხვაზე:  რა გეგმები აქვს „ლელოს“, აპირებენ თუ არა ქუჩაში გამოსვლას - დეპუტატი ამბობს, რომ ჯერჯერობით არ აქვთ კონკრეტული გეგმა ამასთან დაკავშირებით.

„ამ წუთში არ მაქვს მზა პასუხი ამის თაობაზე, იმიტომ რომ გვჭირდება გარკვეული კონსულტაციები ერთმანეთთან და საერთაშორისო პარტნიორებთან“ , - განუცხადა ჩიხრაძემ Cnews-ს.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა ე.წ. აგენტების კანონის გატანას გეგმავს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, საგანგებო ბრიფინგზე დღეს, 3 აპრილს განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კანონის მიღებას 2023 წელს საზოგადოების პროტესტი მოყვა- მმართველმა გუნდმა კი კანონი უკან გაიწვია.

მარიამ ხარებავა, Cnews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა