„ამას აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი 26 ოქტომბერს“ - დავით კირკიტაძე რუსულ კანონზე

სულ ნახვები : 231
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ამას აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი ძალიან მშვიდად, ძალიან წყნარად და ძალიან მალე,  26 ოქტომბერს, - განუცხადა Cnews-ს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა დავით კირკიტაძემ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ე.წ. რუსული კანონის ხელმეორედ ინიცირების საკითხის შესახებ.

მისი თქმით, მათი მთავარი ფოკუსი ხალხის პრობლემებზეა, ხოლო ამ კანონის შემობრუნება რამდენად ადეკვატურია, საზოგადოება შეაფასებს.

„დღეს რაც ესაჭიროება  ქართველ ხალხს ეს არის, რომ პროდუქტზე გაზრდილმა ფასებმა დაიკლოს, შეიქმნას მაღალ ანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, რომ ემიგრაციიდან ხალხი დაბრუნდეს, მათ ჰქონდეთ საშუალება, რომ იმუშაონ და თავის ოჯახს და თავის ქვეყანას მოახმარონ ენერგია და შრომა. საზოგადოებამ შეაფასოს რამდენად ადეკვატურია ამ კანონის ხელმეორედ შემოტანა, ერთია, რომ ამას აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი ძალიან  მშვიდად, ძალიან წყნარად და ძალიან მალე, ეს „მალე“ დადგება 26 ოქტომბერს“, - განუცხადა Cnews-ს კირკიტაძემ.

ირინა მაკარიძე, Cnews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა