„ეს არის ევროკავშირზე უარის თქმის მცდელობა“ - ნიკა მელია „რუსულ კანონზე“

სულ ნახვები : 188
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარტია „ახალის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია, „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. აგენტების კანონის დაბრუნებას საგანგებო ბრიფინგით ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის ევროკავშირზე უარის თქმის მცდელობა.

მელიას შეფასებით, მმართველი გუნდის თითოეული ნაბიჯი გვაშორებს ევროკავშირს.

„მძიმე დღეა, მაგრამ ყველა გამოწვევას ისე როგორც ქართულ საზოგადოებას სჩვევია ახლაც დარწმუნებული ვარ ამ გამოწვევას შესაძლებლობად ვაქცევთ. „ქართული ოცნება“ განსაკუთრებით უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში და განსაკუთრებით ყოველდღე პროვოკაციულ ნაბიჯებს ღიად და დაუფარავად დგამს, რაც, რბილად რომ ვთქვათ, გვაშორებს ევროკავშირს. მათ მიერ ეს „წინგადადგმულის“ ნაბიჯები ამას ისახავს მიზნად. ყოველდღიური ნაბიჯი იქნება ეს ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნა/განწესება თანამდებობაზე, ქალთა კვოტების გაუქმება თუ დღევანდელი შემთხვევა, რომელიც არის მცდელობა გადაიწეროს ისტორია. რისთვისაც თაობებმა მიუძღვნეს საკუთარი სიცოცხლე, არსებობა საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი - ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ „ოცნება“ ცდილობს შემოგვიბრუნოს ყბადაღებული საკითხი, რომელსაც რუსული კანონი ჰქვია. სინამდვილეში, უმძიმესი კანონია და ევროკავშირზე უარის თქმის მცდელობა“ ,- განაცხადა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა ე.წ. აგენტების კანონის გატანას გეგმავს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, საგანგებო ბრიფინგზე დღეს, 3 აპრილს განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კანონის მიღებას 2023 წელს საზოგადოების პროტესტი მოყვა- მმართველმა გუნდმა კი კანონი უკან გაიწვია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა