,,გვინდა გამოვხატოთ მადლიერება პირადად თქვენდამი“ - ილია მეორე რუსეთის პატრიარქს მადლობას უხდის

სულ ნახვები : 215
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

,,ქრისტესმიერი სიყვარულით პატივისცემით მოგესალმებით და გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და შემდგომ წარმატებებს თქვენს მაღალ მსახურებაში“- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის რუსეთის პატრიარქის, კირილის მიმართ გაგზავნილ წერილშია ნათქვამი. წერილის თანახმადვე, ილია მეორე რუსეთის პატრიარქს ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის.

პატრიარქის წერილი 20 ივლისით თარიღდება.

ილია მეორის წერილში, რუსეთის პატრიაქრქის გარდა, სამადლობელი სიტყვები იმ პირების მიმართაც არის წარმოთქმული, რომლებმაც ასევე მიიღეს გახელაძის გათავისუფლებაში მონაწილეობა. მისივე თქმით, მსგასვი ქმედებები ორი ქვეყნის ურთიერთობას უფრო ამტკიცებს.

,,გვინდა გამოვხატოთ მადლიერება პირადად თქვენდამი და ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც იღვაწა ზაზა გახელაძის  გათავისუფლებისთვის, რაც არ იყო მარტივი საკითხი; მაგრამ მადლობა ღმერთს, ყველაფერი კეთილად დამთავრდა და იგი უკვე 14 ივლისიდან ოჯახს  დაუბრუნდა. ასეთი ნაბიჯები განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობებს და მადლიერების გრძნობის გამოძახილს იწვევენ მოსახლეობაში. დაე, ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა შეეწიოს  ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს, ამინ", - ვკითხულობთ ილია მეორის წერილში.

შეგახსენებთ: ზაზა გახელაძე ერთწლიანი ტყვეობიდან ე.წ. პრეზიდენტ ბიბილოვის შეწყალების აქტის შედეგად, 2021 წლის 14 ივლისს გათავისუფლდა.

ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, კონკრეტულად კი, სხვილოს ციხესთან მდებარე ველიდან გაიტაცეს, გატაცებამდე კი დაჭრეს. საოკუპაციო რეჟიმმა მას 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა