„ამ ამაზრზენი დანაშაულის ჩამდენი აღმოჩნდა ჩვენი აქტივისტი“ - რატომ გააღიზიანა CNews-ის კითხვებმა მამუკა მდინარაძე

სულ ნახვები : 5,153
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ვინც უნდა იყოს უნდა, დაისაჯოს ყველა დამნაშავე, სამაგალითოდ და მკაცრად“, - განუცხადა CNews-ს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ შანაი ბრუკის მსვლელობის ბრალდებით „ქართული ოცნების“ აქტივისტის დაკავებაზე საუბრისას.

- ბატონო მამუკა,CNews-ის ჟურნალისტი გიკავშირდებით, როგორც გაირკვა, ავსტრალიელი მასწავლებლის, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული „ქართული ოცნების“ აქტივისტი და ერთ-ერთი საარჩევნო  ოლქის დამკვირვებელია. საუბარია ვინმე რააფაელ მურსაკულოვზე... 

- და რა, „ქართულმა ოცნებამ“ დაავალა?

- ეგ არ მითქვამს, ბატონო მამუკა. უბრალოდ, როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერი, ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ?

- და რა? ამბავი მომიყევით... მერე?

- ბატონო მამუკა, 40 დღის  წინ მოკლული მასწავლებლის მკვლელი თქვენი რიგებიდანაა - აქტივისტია კომენტარს არ გააკეთებთ?

- ვახტანგ გომელაურმა, ჩვენი პარტიის წევრის და გუნდის ერთ-ერთი ლიდერის უწყებამ დააკავა.

- დიახ, მაგრამ ერთ-ერთ ოლქში თქვენი გუნდის საარჩევნო დამკვირვებელია...

- არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნებოდა, ჩვენი პოლიტსაბჭოს წევრის უწყებამ, მიუხედავად იმისა, როგორი პოლიტიკური გემოვნება ჰქონდა ვიღაც ადამიანს, რომელმაც როგორ ჩანს, სავარაუდოდ, ჩაიდინა მანიაკალური დანაშაული, დააკავა ის ადამიანი.  კიდე უნდა გავაკეთო რამე კომენტარი?

- არა, უბრალოდ, მაინტერესებს, თუ გქონდათ ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი თქვენი აქტივისტი იყო?

- იყო, გავიგე, მაგრამ მილიონში, თუ ათიათასობით თუ ათასობით მხარდამჭერში  და აქტივისტში გამოერია, სამწუხაროდ, მკვლელი, ახლა  კამპანიას, სამწუხაროდ, ამ ამბავზე წევენ, ის ორგანიზაციები  თუ პოლიტიკური პარტიები და მისი მედიასაშუალებები, რომლებსაც ხელმძღვანელობაში ჰყავთ მკვლელები.

- ანუ, ბატონო მამუკა, რა გინდათ თქვათ, რომ რადგან ამ თემაზე კითხვას ვსვამ, ჩვენი მედიასაშუალება რომელიმე პარტიის დავალებას ასრულებს?

- თქვენს თავზე რატომ მიიღეთ, თქვენს თავზე?

- ახლა კითხვას მე ვსვამ და თქვენ თქვით, რადგან ამ თემაზე კითხვას ვსვამ, პოლიტიზებული ვარ და ჩვენს მენეჯმენტს მკვლელები მართავენ. ასე არ თქვით?

- არა, მე გითხარით, რომ ის მედიასაშუალებები და თქვენ მედიასაშუალება ხართ, საერთოდ?

- თქვენც ხომ კარგად იცით, რომ CNews რეიტინგული სააგენტოა1

- ტელემედია საშუალება ხართ?

- ბატონო მამუკა, რაზე ვდაობთ? მედიასაშუალებები თქვით და მედიასაშუალებებში როგორც ტელევიზია, ასვე ონლაინმედიაც შედის.

- ტელევიზიებიდან მოვისმინე აჟიტირებული კომენტარები იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და მკვლელობა ჩაიდინა, თურმე, ჩვენ გვყავს მილიონი მხარდამჭერი და 10 000 აქტივისტი და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ამაზრზენი დანაშაულის ჩამდენი აღმოჩნდა ჩვენი ერთ-ერთ მხარდამჭერი თუ აქტივისტი, რომელიც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვახტანგ გომელაურის უწყებამ დააკავა, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური გემოვნება ჰქონდა ამ ადამიანს.

მეორე, როგორც ჩანს, რაღაც კამპანია იწყება ეხლა და კამპანიას იწყებენ ის მედიასაშუალებები, რომლებსაც ხელმძღვანელობაში ჰყავთ მკვლელები.

- მერე, უნდა დაისაჯოს ყველა მკვლელი, რატომ მელაპარაკებით სხვების მაგალითზე კონკრეტულ შემთხვევაზე ვისაუბროთ.

- რა მნიშვნელობა აქვს, გეთანხმებით აბსოლუტურად, ვინც უნდა იყოს, უნდა დაისაჯოს ყველა დამნაშავე, სამაგალითოდ და მკაცრად.

 ავტორი: ზუკა ნემსაძე 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა