2 წლის განმავლობაში 40 ვაგონს შემოვიყვანთ - ირაკლი ხმალაძე

სულ ნახვები : 142
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან ერთად ვმუშაობთ და დავასრულებთ პროექტზე მუშაობას, რომლის ფარგლებში 10 მეტროსადგურის რეაბილიტაცია განხორციელდება. ეს 60 მლნ ევროიანი პროექტია“, - განაცხადა დღეს, 13 სექტემბერს, თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, ორი წლის განმავლობაში 40 ვაგონის შემოყვანას აპირებენ.

„მეტროსთვის შევიძინეთ და დაახლოებით 2 წლის განმავლობაში შემოვიყვანთ 40 ვაგონს, მოხდება დამატებით 52 ვაგონის კაპიტალური შეკეთება, რომლითაც მგზავრების უსაფრთხოება გაიზრდება. ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან ერთად ვმუშაობთ და დავასრულებთ პროექტზე მუშაობას, რომლის ფარგლებში 10 მეტროსადგურის რეაბილიტაცია განხორციელდება. ეს 60 მლნ ევროიანი პროექტია“, - აღნიშნა ხმალაძემ

შეგახსენებთ, უკვე ოთხი წელია, რაც კახა კალაძის გუნდი არჩევნების წინ სატრანსპორტო რეფორმებსა და განვითარებას გეგმებს აანონსებს. კალაძის ხელმძღვანელობით მერიის მიერ ავტობუსების პარკის განახლებაში გადახდილმა თანხამ საზოგადოებასა და ექსპერტებში აღშფოთება გამოიწვია.

ცნობისთვის, მეტრო სადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაცია მერიამ რამდენიმე თვის წინ დაიწყო, გუშინ კი კალაძემ განაცხადა, რომ სადგურის რეაბილიტაცია საფრთხეს წარმოადგენს და ბაქნის ხელახლა აშენებაა საჭირო.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა