გიორგი მიქაუტაძე: საწყენია, რომ ჩემი გოლით ქულები ვერ ავიღეთ

სულ ნახვები : 127
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბელგიის ჩემპიონატში გიორგი მიქაუტაძემ საკუთარი გოლების ანგარიში გახსნა. ჩვენებურის გოლით სერენი სტუმრად უგებდა ანტვერპენს, მაგრამ 1:2 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების შემტევი სწორედ სერენში გამოჩნდა – გუნდს ელიტაში აღზევებაში დაეხმარა, თავად კი, იქაური რანგით მეორე ლიგის საუკეთესო ბომბადირის პრიზი ირგუნა. მიქაუტაძე სერენში განათხოვრებით იყო, მაგრამ ფრანგულმა კლუბმა ხელმეორედ გაანათხოვრა და ისევ სერენში. ამჯერად უკვე რანგით პირველ დივიზიონში. ჩვენებურმა ჯერ თასზე შეასრულა ჰეთ-თრიკი, მაგრამ იქ მეტოქე სუსტი იყო. თუმცა, გოლების გატანა რომ იცის უკვე იუპერლიგაში დაამტკიცა.

თუმცა, მიქაუტაძე გულდაწყვეტილია, რომ მისი გოლი გუნდს ქულების აღებაში ვერ დაეხმარა.

„ამ წაგების შემდეგ იმედგაცრუება ძალიან დიდია. არადა, მატჩის მსვლელობას ვაკონტროლებდით. ბელგიის ჩემპიონატში მაღალი სათამაშო დონეა და კონცენტრაციის დაკარგვას არავინ გაპატიებს... რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, რომ გოლი გავიტანე, მაგრამ გულდასაწყვეტია ის, რომ ამ გოლმა ქულები ვერ მოგვიტანა“, – განაცხადა ქართველმა ფეხბურთელმა.

რაც შეეხება თავად სერენს: გუნდი ბელგიის ჟუპილერლიგაში 9 ქულით მე-13 ადგილზეა; მომდევნო მატჩს კი, ისევ სტუმრად, ამჯერად, გენკთან გამართავს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა