სამტრედია უმწვრთნელოდ დარჩა, ცეცაძემ ერთი წელიწადში მესამე კლუბი დატოვა

სულ ნახვები : 164
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საფეხბურთო კლუბი სამრედია მთავარი მწვრთნელის გარეშეა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, გია ცეცაძემ თანამდებობა დატოვა.

46 წლის სპეციალისტმა სამტრედია ხელმეორედ, 3-წლიანი პაუზის შემდეგ, თებერვალში ჩაიბარა. ცეცაძემ 3 წლის წინ, იმერული კლუბი კი აჩემპიონა, მაგრამ მიმდინარე სეზონში სამტრედია არცთუ დამაკმაყოფილებელ ფეხბურთს თამაშობდა და ეროვნული ლიგის ბოლო საფეხურზეა, ამასთან დაქვეითაბაშიც არავინ შეეცილება.

ცეცაძეს ბოლო პერიოდში საქმეები არცთუ კარგად მისდის: ჯერ უკრაინული ლვოვიდან ოთხ თვეში გამოუშვეს, რის შემდეგ საბურთალოში დაინიშნა, მაგრამ ისე დატოვა, ერთი ოფიციალური მატჩიც კი არ ჩაუტარებია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები