თეა წულუკიანი: ნიჩბოსნებს და ცხენოსნებს ნავი და ცხენი არ აქვთ

სულ ნახვები : 155
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში წლიური მოხსენება გააკეთა, სადაც ქართულ სპორტში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

როგორც ირკვევა, საქართველოს ბიუჯეტიდან სპორტული ფედერაცია, კავშირი და ასოციაცია ჯამურად 98 მილიონ 600 000 ლარს იღებს. ყველაზე მეტი დაფინანსებას რაგბის კავშირი იღებს – 27 მილიონ 500 000 ლარი.

„მეორე ადგილზეა კალათბურთი, რომელიც 13 მილიონ 580 000 ლარს იღებდა. ეს არის ორი უმნიშვნელოვანესი სახეობა ქართულ სპორტში, რომელიც ჩვენი მხრიდან ყველაზე მეტად ფინანსდება. ეს ინფორმაციისთვის, თუმცა ფედერაციები არათანაბარ მდგომარეობაში არიან. სრულ უთანასწორობას, თუ გნებავთ თვალშისაცემ უთანასწორობას ინფრასტრუქტურის მხრივ, ძალიან ბევრ სპორტის სახეობაში ვხვდებით. არავინ უარყოფს, რომ რაგბი და კალათბურთი არის სახეობები, რომლებითაც ვამაყობთ. რაგბიც და კალათბურთიც ჩვენი თამაშია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვა სახეობებსაც სამინისტრომ მიაქციოს უფრო მეტი ყურადღება. ჩემი დანიშვნის შემდეგ ჩვენ ვაქციეთ ერთ-ერთ პრიორიტეტად, რომ სპორტის სახეობები იყვნენ თანასწორ მდგომარეობაში. ეს არ არის მარტივად მისაღწევი საქმე. მაღალი მიღწევები, რაც სპორტის არაერთ სახეობას აქვს, დრო არ მეყოფა, რომ ჩამოვთვალო, მაგრამ მინდა ვაჩვენო კონტრასტი ამის ფონზე და ამის საპირისპიროდ – ჩვენ გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ აქვთ ნავი და ნიჩაბი; ჩვენ გვყავს ველოსპორტსმენები, რომელთა ველოსიპედსაც სძვრება ბორბალი და გვყავს მძლეოსნები, რომლებსაც არა აქვთ სარბენი ბილიკები; გვყავს ცხენოსანთა ფედერაცია, რომელსაც არ ჰყავს ცხენი. ასეთია რეალობა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები