„დაუბრუნეთ ის უკრაინას, ჩვენ ის გვჭირდება“ - ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილზე

სულ ნახვები : 177
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„თუ მიხეილ სააკაშვილი არ გჭირდებათ საქართველოში, დაუბრუნეთ ის უკრაინას, ჩვენ ის გვჭირდება“, - განაცხადა დღეს, 3 დეკემბერს  რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ,

შეგახსენებთ: მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ, 2 დეკემბერს გაიმართა. მესამე პრეზიდენტი სხდომას თავად ესწრებოდა, ახლა იგი ისევ გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება.  ე.წ „პიჯაკების საქმის“ შემდეგი სხდომა 27 დეკემბერს ჩაინიშნა.

„მიხეილ სააკაშვილი სუსტადაა, ის იძულებული გახდა რამდენჯერმე დაწოლილიყო და დაესვენა, ის სუსტადაა, სამწუხაროდ. ის მოკითხვას უგზავნის, პირველ რიგში, ჟურნალისტებს, რომლებიც ამ ცივ ამინდში იცდიან და აშუქებენ პროცესებს. რისი თქმაც მინდა, არის ის, რომ გუშინდელმა სასამართლომ გვაჩვენა, რომ საქართველოში სააკაშვილის წინააღმდეგ არის ბრალდებები და როგორც ჩანს ხელისუფლებას სურს მიხეილ სააკაშვილის მოკვლა და სურს მიუსაჯონ მას პატიმრობის მრავალი წელი. თუ მიხეილ სააკაშვილი არ გჭირდებათ საქართველოში, დაუბრუნეთ ის უკრაინას, ჩვენ ის გვჭირდება,“- განაცხადა ლიზა იასკომ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა