რეკლამებში გაწეული ხარჯების 60% ლაშქარავას კადრების გავრცელებაში - რაში დახარჯა თანხა შსს-მ

სულ ნახვები : 690
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ Facebook რეკლამებში გაწეული ხარჯების 60% ლექსო ლაშქარავას ვიდეოკადრების გავრცელებას დაახარჯა.

სამინისტრომ მხოლოდ 19 ამბავი დაარეკლამა. საშუალოდ, სამინისტრო ახალი ამბის დარეკლამებისთვის 100 დოლარზე ნაკლებ თანხას იყენებს, თუმცა იყო ორი შემთხვევა, როდესაც სამინისტრომ ინფორმაციის გავრცელებისთვის ყველაზე დიდი თანხა - 600$ დახარჯა.

"ჯამში დახარჯული 1 049 დოლარიდან სამინისტორომ 600$ 5 ივლისს განვითარებული მოვლენების შედეგად გარდაცვლილი ჟურნალისტის ლექსო ლაშქარავას ვიდეოების გავრცელებისთვის დახარჯა, ხოლო დანარჩენი 449 დოლარი სამინისტროში მიმდინარე სიახლეების გასავრცელებლად. 100$-ზე ნაკლები დაიხარჯა სამინისტროს მიერ წარდგენილი 10-წლიანი სამოქმედო გეგმის რეკლამირებაში. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა იმ მნიშვნელოვან ცვლილებებზე რომლებიც იგეგმება მომდევნო 10 წლის განმავლობაში. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული თემის რეკლამირებისთვის 100$-ზე ნაკლები იყო დახარჯული, ამბავი ფეისბუქმომხმარებლების შედარებით მცირე ნაწილმა ნახა. სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელში რეკლამებზე დახარჯული თანხის მიხედვით, ნათლად ჩანს სამინისტროსთვის პრიორიტეტული სიახლეები.

ხოლო რაც შეეხება ფეისბუქზე რეკლამირებაში დახარჯულ 600$-ს, შსს-მ მოკლული ჟურნალისტის, ალექსანდრე ლაშქარავას თბილისში გადაადგილების ამსახველი ორი ვიდეო მასალა გამოაქვეყნა, 2021 წლის 12-13 და 14 ივლისს.

12 ივლისს გამოქვეყნებული კადრების გავრცელებაში სამინისტრომ 300-399 აშშ დოლარი დახარჯა. ეს თანხა 4-ჯერ აღემატება შსს მიერ რეკლამებში საშუალოდ დახარჯულ თანხის ოდენობას. აქედან გამომდინარე, ნათელია სამინისტროს მიზანი, რომ ალექსანდრე ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი კადრები რაც შეიძლება მეტ ადამიანს ენახა.

რაც შეეხება მეორე ვიდეოს, რომელიც სამინისტრომ 13-14 ივლისს გამოაქვეყნა, ვიდეოს რეკლამირებისთვის სამინისტრომ ჯამში 200-299$ დახარჯა", - ნათქვამია განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა