გიორგი ჩალაძე: „სახალხო დამცველის თქმით, სახელმწიფოს არაფრად უღირს პრეზიდენტის სიცოცხლე“

სულ ნახვები : 1,825
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„სახალხო დამცველის დასკვნა უნდა გახდეს, საერთაშორისო საზოგადოებისა და ქართველი პოლიტიკოსებისთვის იარაღი, რომ ესაუბრონ „ქართულ ოცნებას“ და წერტილი დაუსვან უკანონობას საქართველოში“, - ამის შესახებ CNews - ს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ჩალაძემ განუცხადა.

_ ბატონო გიორგი, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სამედიცინო კონსილიუმთან ერთად პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებულ მორიგ დასკვნა გაასაჯაროვა, სადაც ნათქვამია, რომ არც ერთი რეკომენდაცია არ არის შესრულებული, - როგორ შეაფასებთ აღნიშნულ დასკვნას?

_ სახალხო დამცველმა რეალურად თქვა, რომ მიშას საქართველოში მკურნალობა შეუძლებელია. მან თქვა, რომ მიშას ციხეში ჯდომა არის არჩევანი ცუდსა და უარესს შორის, ცუდი არის ის, რომ ეს დანაკლისები, რაც აქვს დარჩეს, უარესი - რომ ეს დამძიმდეს. სახალხო დამცველმა თქვა, სამჯერ ვუთხარი სახელმწიფოს და ვერაფერი გავაგებინეო. ასევე მან თქვა, რომ ჩვენ სახელმწიფოს არაფრად უღირს მიშა სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლეო. შესაბამისად, თუკი ასეთი ჩართულობით შეუძლებელია პრეზიდენტის უფლებების და მისი უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა, თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე რამხელა რისკის ქვეშ არის. სახალხო დამცველი ამაზე მეტად ღიად ვერ იტყოდა, მან თქვა, რომ მიშას ამ პირობებში, სადაც მას ამხელა ზიანი მიადგა, რაც დადასტურებული ფაქტია, ამის შემდეგ არ მომხდარა მისი რეაბილიტაცია, მოხდა მხოლოდ სიცოცხლის გადარჩენა, დღეს არის გადარჩენილი სიცოცხლე, მაგრამ დაზიანებულია ჯანმრთელობა, რაც გამოიწვევს დაზიანებების გართულებას, თუ არ მოხდება იმ გარემოსგან თავისუფალ სივრცეში მკურნალობა, სადაც მან ეს სტრესი მიიღო. რეალურად, სახალხო დამცველის დასკვნა არის აღიარება დაკანონებული უსამართლობის. მან თქვა, რომ სამწუხაროდ, სახალხო დამცველის ეგიდიც არ ჰყოფნის თავგასულობაზე წერტილის დასმა. ეს თავგასულობა დღეს ეხება მიშა სააკაშვილს, ხვალ ყველა ჩვენგანს შეეხება, არ აქვს მნიშვნელობა ციხეში ვიჯდები თუ არა. შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოში დაკანონდა თურქმენეთი, ანუ ერთპიროვნული გადაწყვეტილებები და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა. მიშა სააკაშვილი არის პოლიტიკური ტყვე და ის არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.

_ ამ მოცემულობაში რა არის გამოსავალი, კონკრეტულად, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ იყოს?

_ ნიკა ყიფშიძემ ძალიან დიდი ხნის წინ თქვა, რომ უნდა მოხდეს პაციენტისთვის თავისუფალი მკურნალობის უზრუნველყოფა. თავისუფალი მკურნალობა კი ნიშნავს მისი [სააკაშვილის] ჯანმრთელობის შენარჩუნებას და თუ შესაძლებელი იქნება აღდგეს. მას უნდა მიეცეს მინიმალური სტანდარტის ჯანმრთელობის უზრუნველყოფის საშუალება, რაც მას დღეს არ აქვს. ყველა ვხედავთ, რომ ხან ინგლისის პარლამენტში, ხან კი ევროპარლამენტში საუბრობენ მიშაზე და მისი უფლებების დაცვას მოითხოვენ, მაგრამ ივანიშვილს ბოდიში და ფეხებზე ჰკიდია ეს.

მიშას ჯანმრთელობა არა თუ დაცულია, არამედ მინიმალური პირობები არ არის უზრუნველყოფილი. გუშინ, ვუსმენდი ადვოკატების გამოსვლას და სააკაშვილის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ თქვა, მოლაშვილის საქმე სტრასბურგში იმიტომ წააგო სახელმწიფომ, რომ მისთვის სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი არ იყო. მიშა სააკაშვილი, ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, ისტორიული მოვლენა და ფიგურაა, ის დღეს არის ჯანმრთელობის მინიმალური სტანდარტების გარეშე, ეს არის სამწუხარო რეალობა. მიშა სააკაშვილს უნდა მიეცეს თავისუფალი მკურნალობის საშუალება და რაც შეიძლება მალე, უნდა იქნას მისი პირადი ექიმი მასთან დაშვებული, კრიტიკულად საგანგაშოა მისი მდგომარეობა. სახალხო დამცველის დასკვნა უნდა გახდეს, საერთაშორისო საზოგადოებისა და ქართველი პოლიტიკოსებისთვის იარაღი, რომ ესაუბრონ „ქართულ ოცნებას“ და წერტილი დაუსვან უკანონობას საქართველოში.

ავტორი: ნენე ინჯგია, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა