ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტარებს შალვა პაპუაშვილის აუგად ხსენებაში ადანაშაულებს

სულ ნახვები : 322
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

შალვა პაპუაშვილმა საქართველო საერთაშორისო სკანდალში გახვია, მან ევროპარლამენტარებს საქართველოში ვიზიტი ჩაუშალა. ამასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა წერილი გაავრცელეს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი თვლის, რომ ევროპარლამენტარებმა პაპუაშვილი აუგად მოიხსენიეს.

"ევროპარლამენტართა მიერ პარლამენტის თავმჯდომარის ასე აბუჩად მოხსენიება, რომ მან დრო ვერ მონახა და ვერ მოიცალა, არ არის კორექტული. როდესაც ორი დღით ადრე ეუბნები პარლამენტის თავმჯდომარეს, აი, ახლა ჩამოვდივარ და რაღაც ფორმატს ვიწყებთ, ამ დროს კი ეს ფორმატი სულ სხვა რეჟიმში უნდა შეთანხმდეს, ეს არ არის კორექტული დამოკიდებულება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა ფორმატში ვთანამშრომლობთ ევროპარლამენტთან და ამ ფორმატშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას, ოღონდ ამ ფორმატისთვის დამახასიათებელი წესის მიხედვით," - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ქადაგიშვილმა.

აქამდე მისი მოვალეობა ნაციონალების დაგმობა იყო, ახლა ეტყობა ევროპარლამენტარების გმობაც შეითავსა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა