ივანიშვილის თამაში - გიორგო გუგავა გიგი უგულავას ინიციატივაზე

სულ ნახვები : 226
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ლეიბორისტული“ პარტია 25 წელია დამოუკიდებლად მოქმედებს პოლიტიკურ არენაზე და ჩვენ გვაქვს ეროვნულ-სოციალისტური იდეა და სწორედ ეს მიგვაჩნია ქვეყნის გადარჩენის შანსად“ - ეს განცხადება „ლეიბორისტული“ პარტიის მდივანმა, გიორგი გუგავამ საინფორმაციო სააგენტო CNews-თან საუბრისას გააკეთა. 

გუგავას შეფასებით, თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ინიციატივა, „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ ოპოზიციური პარტიების გაერთიანებისა, არის ბიძინა ივანიშვილის თამაში და ამაში მათ ხელი არ უნდა შეუწყოთ. 

„ივანიშვილის თამაშად მიმაჩმია მე სიამართლე გითხრათ, ყველას ეეთ ქვაბში და ერთ ტაფაში ჩახარშვა. სწორედ ეს მიზანი გააჩნია ივანიშვილს და ამითი სულდგმულობს უკვე რამდენი წელია ის, რომ ყველას აიგივებს ,,ნაციონალურ მოძრაობასთან“. გარდა ამისა ჩვემ მკვეთრი იდეოლოგიური შეუთავსებლობა გაგვაჩნია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სხვა ოლიგარქიულ მემარჯვენე ტიპის, ყაიდის ლიბერტალიანული ეკონომიკური შეხედულებების პარტიებთან, სწორედ მათმა ამ პოლიტიკამ დააქცია ეს ქვეყაანა და შექმნაის დიფერენცირება რაც საზოგადობაშია, სოციალურს ვგულისხმობ. გვყავს ერთი გამდიდრებული ფენა და დანარჩენს სიღატაკეში ძვრება სული, აქედან გამომდინარე, ჩვენ ბუნებრივი არავისთან გაერთიანებას არ ვაპირებთ“, - განაცხადა გუგავამ. 

ცნობისთვის, თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ დააყენა ე.წ. „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის შექმნის საკითხი და მოუწოდა ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომ გაერთიანდნენ ამ ქოლგის ქვეშ, რათა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება მოხდეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა