ილიას ზუროსი: უფრო ენერგიულად უნდა ვითამაშოთ

სულ ნახვები : 165
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

27 თებერვალს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს ეთამაშება.

24 თებერვალს ამ გუნდების თბილისში გამართული შეხვედრა, ილიას ზუროსის გუნდის გამარჯვებით დასრულდა – 91:70.

თამაშის წინ კომენტარი მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა.

„წინ ერთ-ერთი უმნიშნველოვანესი მატჩი გვაქვს. ვიცით, რომ მაკედონიელებს კალათბურთელები დაემატებიან, ჩვენ კი, პირველი მატჩის ორი მონაწილე ტრავმირებული გვყავს. ამიტომ, თამაშზე უფრო მეტად ფოკუსირება და მაქსიმალურად კონცენტრაცია მოგვიწევს. ახლა უფრო ენერგიულად უნდა ვითამაშოთ, ვიდრე პირველ მატჩში, რათა მოვიგოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ“, – ამბობს ზუროსი.

მაკედონიელებს დაემატებათ ესპანური ვალენსიას გამთამაშებელი ნენად დიმიტრევიჩი, ასე გამთამაშებელი – ანდრეი მაგდევსკი, რომელიც რუმინულ პლოეშტში თამაშობს და ადგილობრივი მტზ სკოპიედან ახალგაზრდა მაქსიმ მიტევსკი.

მატჩი დღეს 23:00 საათზე დაიწყება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები