ლუჩანო სპალეტი: კვარაცხელია დღევანდელ ფეხბურთში საჭირო ფეხბურთელია

სულ ნახვები : 173
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ნაპოლიმ სერია A მესამე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. გადაწყდა ისიც, რომ გუნდში დარჩება მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტიც. ნეაპოლური გუნდის ამბები ჩვენთვის იმიტომ არის საინტერესო, რომ მომავალ სეზონში იქ ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებს.

სპალეტიმ 21 წლის ქართველი შემტევი დადებითად დაახასიათა.

„კვარაცხელიას, როგორც ფეხბურთელს კარგად ვიცნობ და ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. მოქნილი მოთამაშეა, რომელსაც მცირე სივრცეებშიც შეუძლია კარგად თამაში. ის არის ფეხბურთელი, რომელიც დარწმუნებული ვარ, სერია A-ში კარგად ითამაშებს. აქვს ხარისხი და ყოველთვის პოულობს სწორ გამოსავალს და მოედანზე ბრწყინვალე არჩევანის გაკეთება შეუძლია, როგორიც მწვრთნელებს სურთ. ბევრს დარბის, სწრაფია, ტექნიკურია, გოლებს იტანს და შესანიშნავი დარტყმა აქვს. ის ნამდვილად ძლიერი ფეხბურთელია. დღევანდელ ფეხბურთში საჭიროა ასეთი დონის ფეხბურთელებს“, – განაცხადა სპალეტიმ.

კვარაცხელია იტალიაში ზაფხულში გადაბარგდება და კლუბთან კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები