თავმდაბალი ზიდანი

სულ ნახვები : 313
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ზინედინ ზიდანი მადრიდის რეალს 2016-18 წლებში წვრთნიდა და სამ წელიწადში სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, რაც აქამდე არცერთ მწვრთნელს არ გაუკეთებია. მეორედ გუნდი 2019 წელს ჩაიბარა და შანსი აქვს წელს კიდევ ერთი პრესტიჟული ტიტული მიამატოს. თუმცა, თავს სულაც არ მიიჩნევს საუკეთესო მწვრთნელად.

გამიმართლა, რომ რეალის მწვრთნელი ვარ. მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი არ ვარ, მაგრამ მთავარია ჟინით, აზარტით იმუშაო. მთავარი ფეხბურთელები არიან. ჭორი ბევრია, მაგრამ ფეხბურთზე საუბარს ვამჯობინებ და არა ასეთ რაღაცებზე. რაც შეეხება ჩემს კონტრაქტს, არ ვიცი, რა იქნება მომავალში. შეიძლება კონტრაქტი 4-5-წლიანი გქონდეს, მაგრამ მეორე დღეს წახვიდე. შესაძლოა პირიქით მოხდეს. ეს არაფერს ნიშნავს“, – ამბობს ზიზუ.

გეტყვით, რომ ზიდანს რეალთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები