ძიუდოისტთა წარმატებული დღე – ევროპაზე ხუთი მედლის შანსია

სულ ნახვები : 188
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ძალიან წარმატებული გამოვიდა ლისაბონში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღე. ქართულ დელეგაციას ხუთი მედლის მოპოვების შანსი აქვს. აქედან სამი უკვე გარანტირებულია.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალში ერთმანეთს ლაშა ბექაური და ბექა ღვინიაშვილი შეხვდებიან.

100 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში გავიდა ვარლამ ლიპარტელიანი, რომელიც ოქროსთვის ბელგიელ ტომა ნიკიფოროვს დაეჭიდება, ვინაც ნახევარფინალში ილია სულამანიძე წაგვიქცია. თავად სულამანიძე ბრინჯაოსთვის ფრანგ ალექსნდ იდირს დაეჭიდება.

მძიმე წონაში ბრინჯაოსთვის იჭიდავებს გურამ თუშიშვილი, ვისი მეტოქეც ჰოლანდიელი როყ მეიერი იქნება.

ამავე წონაში ლევან მატიაშვილმა ბრინჯაოსთვის ჭიდაობის შანსი სწორედ მეიერთან დაკარგა.

მოკლედ, ლიპარტელიანსა და თუშიშვილს თანაგუნდელების მარცხის გამო რევანშიც აქვთ ასარები.

უფრო დეტალურად ფინალური ბლოკის შემდეგ...

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები