საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 82-ე ადგილზეა

სულ ნახვები : 202
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

FIFA-მ განახლებულ რეიტინგში საქართველოს ნაკრები სამი საფეხურით დაწინაურდა. ეს ყველაფერი ივნისში მოპოვებული გამარჯვებების შედეგია.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის ოთხი მატჩიდან სამი მოიგო (2 ივნისს გიბრალტართან 4:0; 5 ივნისს ბულგარეთთან 5:2; 9 ივნისს ჩრდ. მაკედონიასთან 3:0), ხოლო ერთი ფრედ დაასრულა (12 ივნისს ბულგარეთთან 0:0).

შედეგად, ვილი სანიოლის გუნდმა 20.15 ქულა მოინაგრა და ახლა 82-ე ადგილზეა.

საუკეთესო ათეულში კი, რამდენიმე გადანაცვლებაა: 1 ადგილზე ისევ ბრაზილიის ნაკრებია, რომელსაც კვალში ბელგია უდგას. მესამე ადგილზე არგენტინამ აინაცვლა, რომელსაც ადგილი საფრანგეთმა დაუთმო. მეხუთე ადგილზე ინგლისი დარჩა. პოზიციები გაცვალეს ესპანეთმა (6) და იტალიამ (7), ასევე ნიდერლანდებმა (8) და პორტუგალიამ (9), ხოლო დანიამ (10) ათეულიდან მექსიკა გააგდო.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები