საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ჩერნოგორიასთან ბრძოლაში დამარცხდა

სულ ნახვები : 167
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბუდაპეშტში მიმდინარე წყალბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩი გამართა და ჩერნოგორიასთან 9:10 დამარცხდა. დეიან სტანოევიჩის გუნდი ბოლომდე „ეომა“ ჩერნოგორიას, თუმცა, 9:10 დამარცხდა.

ჩერნოგორიელი ფავორიტად ითვლებოდა და პირველი მეოთხედის შემდეგ ამ სტატუს ამტკიცებდა კიდეც – 4:1. თუმცა, მეორე მეოთხედიდან ჩვენებმა დაცვაც გაამაგრეს, შეტევაშიც მოუმატეს და ანგარიში გაათანაბრეს – 4:4.

შესვენების შემდეგ უკვე მეტოქემ მოუმატა და სამი ბურთით ჩამოვრჩით, მაგრამ ანგარიში ისევ გავათანაბრეთ – 8:8.

ბოლო წუთებში ჩერნოგორიელები სულ წინ იყვნენ, ანგარიშის გათანაბრება და ქულის აღებაც შეგვეძლო, მაგრამ ბოლო შეტევა ვერ ვივარგეთ და...

საქართველოს ნაკრები შემდეგი ეტაპის ფეი ოფში გასულია, იმედი გვქონდა, რომ შედარებით უკეთეს მეტოქეს შევხდებოდით, მაგრამ ასე აღარ მოხდა...

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები