საქართველოს ქალთა ნაკრები ირლანდიასთან 0:9 განადგურდა

სულ ნახვები : 171
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში საკუთარ მოედანზე ირლანდიასთან 0:9 განადგურდა.

ჩვენი ნაკრები ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე ძალიან სუსტად გამოიყურება და ეს შვიდ ტურში მეშვიდე მარცხია. კიდევ უფრო არასასურველი სტატისტიკაა გატანილი და გაშვებული ბურთების რაოდენობა. თუმცა, აქ გატანილი ფორმალურად ითქვა – საქართველოს ნაკრების ჯერ გოლი არ გაუტანია, ხოლო საკუთარ კარში 50 გაუშვა.

საქართველოს ნაკრებ მომდევნო, და ჯგუფის დასკვნით მატჩს 1 სექტემბერს გამართავს და სლოვაკეთს უმასპინძლებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები