ვილი სანიოლი: სასიამოვნოა, როდესაც ჩემი ფეხბურთელები მაღალი სონის კლუბებში თამაშობენ

სულ ნახვები : 123
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა.

"ძლიერ ჯგუფში ვართ, ჩრდილოეთ მაკედონია ძლიერი ნაკრებია, ძლიერი ფეხბურთელებით. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ფავორიტად ვინ მიიჩნევა. ჯგუფური ეტაპის დაწყების წინ, ფავორიტად ჩრ. მაკედონია დავასახელე, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგი თამაშები ჩავატარეთ. გამარჯვება და პირველი ადგილის დაკავება გვსურს და თუკი ასე არ მოხდება, ძალიან იმედგაცრუებულები ვიქნებით.

ვიქნებით თუ არა პრაგმატულები მაკედონიელებთან? ჯობია, ის თამაში ვითამაშოთ, რაც გამოგვდის. შეუძლებელია თამაში ისე დაიწყო, რომ ქულა გქონდეს დასახული მიზნად და მოიპოვო - ასე შედეგს ვერასოდეს მიაღწევ. ჯობია, გავაგრძელოთ ის, რაც კარგად გამოგვდიოდა - ბურთის ფლობასთან ერთად, სწრაფი შეტევები განვახორციელოთ. თუ ისევე მივუდგებით ხვალინდელ შეხვედრას, როგორც ივნისის მატჩებს, წარმატებას მივაღწევთ...

სრული შემადგენლობით მხოლოდ ერთი ვარჯიში ჩავატარეთ და ჯერ მიჭირს თქმა, ვინ როგორ ფორმაშია. თუმცა, უპირატესობას მივანიჭებთ ისეთ მოთამაშეებს, რომლებიც კლუბებში 90 წუთს თამაშობენ, რათა მაღალი ინტენსივობის თამაშის დატვირთვას გაუძლონ. მეკარესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უშუალოდ თამაშის დღეს მივიღებ...

რა თქმა უნდა, ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის სასიამოვნოა, როდესაც ჩემი ფეხბურთელები ბევრსა და მაღალ დონეზე თამაშობენ. 18 თვის წინ, როცა აქ მოვედი, სხვა მდგომარეობა იყო. ეს ფეხბურთელები ქართული კლუბების აღზრდილები არიან და მათი, ისევე როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიმართ მადლობელი უნდა ვიყოთ. შესაძლოა, იღბლიანი მწვრთნელი ვარ, თუმცა ამის უკან ბევრი შრომაა.

დიდი ხანია, საქართველოს ნაკრებში ასეთი გარემო და დადებითი განწყობა არ ყოფილა. ამის ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ მოთამაშეებს არ ეგონოთ, თამაშს ბოლომდე დახარჯვის გარეშე მოიგებენ. ჩვენი დავალებაა მათ ავუხსნათ, რომ ყველა მატჩს თავისი ისტორია აქვს", – თქვა სანიოლმა.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩი 23 სექტემბერს, დინამო არენაზე, 20:00 საათზე დაიწყება.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები