ვიქნებით ყველგან, სადაც მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას ითხოვენ - ნიკა მელია

სულ ნახვები : 201
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ვაცხადებ, რომ ვიქნებით ყველგან, სადაც მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას ითხოვენ“ - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედმა ლიდერმა ნიკა მელიამ საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გააკეთა.

მელიას თქმით, ის გადაწყვეტილება, რომელიც ენმ-ს ერთ-ერთმა ფლანგმა მიიღო, კონკრეტულად კი ლევან ხაბეიშვილის მიერ, შაბათს დაანონსებული აქცია იგულისხმა.

„„მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისა და უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის თაობაზე ერთიანობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. რატომღაც, სამწუხაროდ, ჩვენი მეგობრების ნაწილი კვლავაც განკერძოებულად ცდილობს ნაბიჯების გადადგმას, რაც არ ემსახურება არც საერთო მიზნის ირგვლივ კონსოლიდაციას და შესაბამისად, არც შედეგს.

სრულიად ვიზიარებ და ვიზიარებდი მიხეილ სააკაშვილისა და მისი უფლებადამცველების პოზიციას, სასამართლო გადაწყვეტილებამდე, პროცესის დეპოლიტიზაციის თაობაზე.

ამ ეტაპზე, როგორც ჩვენი, ისე უფლებადამცველებისა და ოჯახის წევრების მთავარი საზრუნავი იყო და არის სასამართლოში შუამდგომლობის დროულად შეტანა, საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირება და ჩართვა მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის პროცესში. ვიტოვებ იმედს, რომ მოსამართლე გამოიტანს ჰუმანურ გადაწყვეტილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც არა ერთხელ მითქვამს, როგორც ყოველთვის მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყება სწორედ სასამართლოს ვერდიქტის შემდეგ, რადგან უკანონობას და უსამართლობას არ/ვერ შევეგუებით და მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაზე უარის შემთხვევაში ვერაფერი ძველებურად ვეღარ დარჩება“, - წერს მელია.

მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელია გარკვევით წერს „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულებაზე, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, მაინც უცნობი რჩება იქნება თუ არა ის, შაბათს, 3 დეკემბერს  სამ საათზე, „ქართული ოცნების“ ოფისთან დაანონსებულ აქციაზე.

„მანამდე კი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ვაცხადებ, რომ ვიქნებით ყველგან, სადაც მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას ითხოვენ.

მსურს, კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას ერთობის უდიდესი მნიშვნელობა – ძალა ერთობაშია“, - წერს მელია. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა