უკრაინა მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს დაიცავს - რა განცხადება გააკეთა კასიანოვმა?

სულ ნახვები : 3,882
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოში უკრაინის საელჩოს დროებითი წარმომადგენლის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, უკრაინული მხარე მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს იცავდა და კვლავაც დაიცავს. 

კასიანოვის თქმით, მას არაერთი შეხვედრა გაუმართავს საზოგადოებრივი ცენტრი „ემპათიას“ ხელმძღვანელთან, გარდა ამისა, მან ასევე აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთხელ დააყენებს აღნიშნულ საკითხს. 

„პირადად მე არაერთი შეხვედრა გავმართე სამედიცინო ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელობასთან, ასევე სააკაშვილის ადვოკატებთან. 2022 წლის 2 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილს ეწვია საელჩოს საკონსულო თანამდებობის პირი, რის შესახებაც ოპერატიულად ვაცნობეთ უკრაინის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელობას. ამ საკითხს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე პირადად მე დავაყენებ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უკრაინული მხარე გააგრძელებს ყველა საკონსულო და სამართლებრივი ზომის მიღებას უკრაინის მოქალაქეების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა კასიანოვმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა