რა პრობლემები შეუქმნა კორონაპანდემიამ ქართული ყველის ინდუსტრიას

სულ ნახვები : 500
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კორონაპანდემიამ მსოფლიო და, მით უმეტეს, ისეთი ქვეყნების ეკონომიკა, როგორიც საქართველოა, პრაქტიკულად, ჩამოშალა. მასობრივმა „ლოკდაუნებმა“ განსაკუთრებით CNews-ს ამ თემაზე ქართული ყველის ისტორიის მკვლევარანა მიქაძე-ჩიკვაიძე ესაუბრა, რომლის თქმითაც, ბოლო დროს ყველის წარმოებასა და რძის გადამუშავებაში სერიოზული პრობლემებია. კერძოდ, როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ძალიან ბევრმა პატარასაწარმოსაკუთარწარმადობა შეამცირა.

- ამის ყველაზე ნათელი მაგალითი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში მდებარე ყველის საწარმოა, სადაც 2 ტონამდე რძის წარმოება ხდებოდა. ახლა კი 300 ლიტრზეა ჩამოსული. ამ საწარმოში 20-მდე სხვადასხვა სახეობის ყველის აწარმოებდნენ. ახლა კი, მაგალითად, ქერქიანი ყველის წარმოება შეწყვეტილია, რადგან ამ სახის ყველის მომხმარებელი, ძირითადად, სასტუმრო, რესტორანი და, საერთოდ, ტურისტული სეგმენტი იყო. მოთხოვნა ყოველდღიური მოხმარების ყველზეცაა შემცირებული. დღეს ძირითადად სულუგუნის, იმერული და ქარხნის ყველის მომხმარებლები არიან. სწორედ ეს სამი სახეობა „მოძრაობს“ ბაზარზე. სამწუხაროდ, ამ ყველის სახეობებზეც კი იმდენად ცოტაა მოთხოვნა, რომ საწარმოებს რეალიზაცია ძალიან უჭირთ.

- ქართული ყველის უცხოურ ბაზარზე გატანის მცდელობა თუ არის?

- დიახ, არის ქართული ყველის აშშ-ში გატანის მცდელობა. საქმე ისაა, რომ ამერიკულ ბაზარზე პროდუქციის გატანა მარტივი, დამკვიდრება კი ძალიან რთულია. რაც შეეხება ევროპას, ამ შემთხვევაში, ბაზარზე შესვლა ძნელია, სტაბილურად დარჩენა და ოპერირება კი - მარტივი. სამწუხაროდ, ევროპა საქართველოს არც რძის პროდუქტებს აღიარებს და არც - ხორცისას. საამისოდ შესაბამისი დაშვება ჯერ არ გვაქვს და არც კონვენციის წევრები ვართ. ერთადერთი ალტერნატივა ისევ და ისევ ჩვენი რეგიონია. მოთხოვნა აზერბაიჯანიდანაცაა. რაც შეეხება სომხეთს, ამ შემთხვევაში, წარმოება ძალიან დიდია და დიასპორაც ძალიან ეხმარება.

- დღეს ყველის მწარმოებლები რა მთავარი გამოწვევების წინაშე დგანან?

- პანდემიამდე ყველის ბიზნესი გააქტიურებული იყო უამრავი ინიციატივაც არსებობდა. მაგალითად, ირანული რძე ქართული მესაქონლეობის განვითარებას ხელს უშლის, ანუ ცუდია, როცა ადგილობრივი ნაწარმის დამუშავება არ ხდება და ადგილობრივი წარმოება ნატურალური რძით არ მარაგდება. ამგვარი ფაქტები ხელისშემშლელია ადგილობრივი მრეწველობის განვითარებისთვის და ბუნებრივია, სახელმწიფომ ადგილობრივი ფერმერებისა და მწარმოებლების მხარე უნდა დაიჭიროს. ისე მოხდა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარწმუნდა საკუთარი მწარმოებლების უპირატესობაში და ირანული პროდუქციაზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა.

მოკლედ, ყველაფერმა თითქოს დალაგება დაიწყო, მაგრამ პანდემიის გამო დღეს რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობაა და თითქმის ყველაფერი გაჩერებულია. იგივე კურდღელაურის საწარმოს, რომლის ფართიც 200 კვადრატი იყო და თავიდან პატარა ბიზნესად ითვლებოდა, მერე, 11 მილიონი ლარის ბრუნვა ჰქონდა და სწპრედ ეს პატარა საწარმო, დიდი ხანია ეძებს უცხოეთში გატანის გზებს და გარკვეული წარმატებაც აქვს. 

იმ შემთხვევაში, თუ პანდემიის მესამე ტალღა მწვავე არ იქნება, ვგეგმავთ, რომ ყველის ფესტივალი ჩავატაროთ. ბოლოს, ასეთი ღონისძიება მთაწმინდაზე ჩატარდა და გაამართლა. საერთოდ, არ მახსოვს, ვინმე ასეთი ფესტივალებიდან უკმაყოფილო წასულიყო. ყველი ძალიან კარგად სწორედ ამგვარი აქტივობების დროს იყიდება. მომხმარებლის მხრიდან ფესიტვალების მოლოდინიც ყოველთვის არის, რადგან იციან, რომ სუფთა და ნატურალურ პროდუქტს შეიძნენ.

მოკლედ, ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს. დღეს კი ჩვენი ერთადერთი მიზანი ისაა, რომ ერთმანეთს წარმოების გაზრდაში დავეხმაროთ და ერთმანეთის პოპულარიზაცია მაქსიმალურად მოვახდინოთ. დაგეგმილი მაქვს, რომ თავიდან შემოვიარო საქართველო და მივიდე ყველა სოფელში - ეს ქართული ყველის პოპულარიზაციისთვის საუკეთესო საშუალება. სხვათა შორის, შესაბამის თემატიკაზე წიგნის გამოცემა და ფილმის გადაღებაც გვინდა.

საერთოდ, ქართულ ყველს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს - შესწავლილია ყველის არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ტექნოლოგიური პროცესი, შექმნილია პოლიგრაფიული ბაზა და არსებობს ქართული ყველის რუკებიც. შესაბამისად, ყველაფერი ეს იმ საფუძველს ქმნის, რომ მომავალში პროდუქტის პოპულარიზაცია მოხდეს.

ჩატარებულია საერთაშორისო კვლევებიც, რომლის მიხედვითაც ქვეყანა მსოფლიო ყველის მწარმოებელთა ათეულშია. ქართულმა ყველმა ყურადღება მიიქცია და ძალიან კარგი იქნება, თუ ქართული ყველის მუზეუმიც გაკეთდება.

CNews, ნიკა არქანია

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა