ისტორია დაწერილია – მეფე ყველა დროის საუკეთესო მექულეა

სულ ნახვები : 228
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეიდან ლებრონ ჯეიმსი NBA-ს ნომერ პირველი მექულეა. ახალი რეკორდი კი, ამ ეტაპზე 38 387 ქულაა, რომელზე „მეფე“ არ გაჩერდება და კიდევ უფრო გაზრდის.

ჯეიმსმა იმ დროინდელი რეკორდი მოხსნა, როდესაც ჯერ დაბადებულიც არ იყო. ქარიმ აბდულ-ჯაბარი საუკეთესო მექულე 1984 წლის აპრილში გახდა. მას შემდეგ მის რეკორდს ვერავინ შეეხო, სანამ ლებრონმა არ შეუტია.

„მეფემ“ რეკორდი ლოს ანჯელეს ლეიკერსისა და ოკლაჰომა სიტის მესამე მეოთხედის დასრულებამდე 10.9 წამით ადრე დაამყარა. როდესაც მისი ნასროლი ბურთი კალათბში ჩაეშვა, თამაში დროებით შეწყდა. ბოლომდე გადაჭედილი 19 000-იანი Crypto.com Arena მეფესა და ახალ რეკორდს ფეხზე წამოუდგა; „მეფესაც“ წამოუდგა და მეფობა მიულოცა.

აღსანიშნავია, რომ ჯაბარმაც და ლებრონმაც რეკორდები ლოს ანჟელეს ლეიკერსის მაისურებით დაამყარეს.

ლებრონს ისტორიული ამბავი თავად აბდულ-ჯაბარმაც მოედანზევე მიულოცა...

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები