სან ანტონიომ ისევ ოვერტაიმში წააგო, მამუკელაშვილმა პირადი რეკორდი დაამყარა

სულ ნახვები : 203
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ზედიზედ მეორე მატჩია, სანდრო მამუკელაშვილი და სან ანტონიო ოვერტაიმში აგებენ. ამჯერად, ტეხასელები დამატებით დროში მემფისთან დამარცხდნენ – 120:126.

მამუკელაშვილმა მოედანზე გატარებულ 22:45 წუთში 6 ქულ, 14 მოხსნა, 2 პასი და ერთი ჩაჭრა მიითვალა. 14 მოხსნა მატჩშიც საუკეთესო მაჩვენებელი იყო და სანდრომაც პირადი რეკორდი ერთით გააუმჯობესა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ სანდრომ 14 მოხსნიდან 8 მეტოქის ფარზე მოახერხა.

სან ანტონიომ, ფაქტობრივად, მოგებული მატჩი წააგო. ძირითადი დროის დასრულებამდე 2:50 წუთით ადრე მამუკელაშვილმა ზუსტი საჯარიმოთი სან ანტონიო 106:96 დააწინაურა. ქართველი ფორვარდი საფინალო სირენამდე 2:05 წუთით ადრე მოედნიდან გავიდა, რა დროსაც მისი გუნდი 8 ქულით იგებდა. დარჩენილ 2 წუთში მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და შეხვედრის ძირითადი დრო 109:109 დასრულდა. დამატებით დროში მამუკელაშვილი მოედანზე არ გამოჩენილა, სან ანტონიომ კი შეხვედრა 120:126 დათმო.

მამუკელაშვილმა 5-დან 2 ორქულიანი მიითვალა, 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და 1 სამქულიანი ააცილა.

სან ანტონიო მორიგ მატჩს 19 მარტს, კვლავ შინაურ არენაზე, ამჯერად ატლანტა ჰოუქსთან გამართავს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები