ექიმები შეაჯერებენ სხვა კოლეგებთან ერთად პოზიციებს და ამის შემდეგ იქნება მათი დასკვნა - ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მონიტორინგი გაგრძელდება

სულ ნახვები : 127
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსის გვანცა ჩხაიძის განცხადებით, კლინიკა ,,ვივამედში” საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ომბუდსმენის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრები მონიტორინგს გააგრძელებენ.

“ჩვენ მომავალაშიც გავაგრძელებთ მონიტორინგს. მონიტორინგს ვახორციელებთ არა უშუალოდ ვიზიტების მეშვეობით, არამედ პერიოდულად ვითხოვთ სამედიცინო დოკუმენტაციას. ეს დოკუმენტაცია დაუყოვნებლივ მიეწოდებათ ხოლმე ჩვენს ექიმებს, ისინი პერიოდულად ეცნობიან. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ექიმებს, რომლებიც უკვე დაახლოებით წელიწად ნახევარია ეხმარებიან სახალხო დამცველს და ომბუდსმენის აპარატს, რომ დაკისრებული მანდატი ეფექტიანად განვახორციელოთ.

როგორც წარსულში იყო, იგივე პრაქტიკა გვექნება. ექიმები შეაჯერებენ სხვა კოლეგებთან ერთად პოზიციებს და ამის შემდეგ იქნება მათი დასკვნა. ეს სრულად ექიმებზეა დამოკიდებული. ამ პროცესში სახალხო დამცველის აპარატი არ ერთვება. როგორც კი შეჯერდება პოზიციებზე კონსილიუმი 8 ადამიანის შემადგენლობით, ცნობილი იქნება. დამატებით დეტალებზე ექიმები ისაუბრებენ“, - განაცხადა ჩხაიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა