მადრიდის რეალის ამერიკელ კალათბურთელთან საქართველოს ნაკრებში თამაშზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

სულ ნახვები : 350
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები შემოდგომაზე მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩვენი ფედერაცია გუნდის გაძლიერების მიზნით უცხოეთში კალათბურთელებს ეძებს და რამდენიმე ვარიანტი აქვს, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაზე რეალური ნაიჯელ ვილიამს-გოსი იქნება.

28 წლის ლეგიონერს თამაში პირველ და მეორე ნომრებზე შეუძლია – ილიას ზუროსის გუნდის ყველაზე პრობლემატურ პოზიციებზე.

ვილიამს-გოსი სადღეისოდ მადრიდის რეალის კალათბურთელია, მაგრამ კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება. შესაძლოა, სწორედ ეს ფაქტი იქცეს მისი საქართველოს ნაკრებში თამაშის მიზეზი. საქმე ის არის, რომ ვილიამს-გოსი ამერიკელია და ევროპული პასპორტი ახალი გუნდის მოიძიებას გაუადვილებს.

ვილიამს-გოსი NBA-ს 2017 წლის დრაფტზე იუტა ჯაზმა 55-ე ნომრად აირჩია, მაგრამ მოედანზე ყოფნა ძალიან მცირე დროით უწევდა და ევროპას მოაშურა. ევროპაში სერბული პარტიზანის, ბერძნული ოლიმპიაკოსისა და რუსული ლოკომოტივ-ყუბანის რიგებში უთამაშია. სერბეთსა და საბერძნეთში თამაშის შუაში ისევ NBA-ს დაუბრუნდა იუტა ჯაზის შემადგენლობაში ითამაშა, მაგრამ ისევ მცირე დროით.

ვილიამს-გოსს აშშ-ს ნაკრების მაისურით 19-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი აქვს მოგებული;

2018 წელს მოიგო სერბეთის თასი და იმ მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა. გარდა ამისა, არის 2018 სერბეთის ლიგის MVP, საუკეთესო მექულე და ასისტენტი;

ოლიმპიაკოსში თამაშისას კი, ბერძნულ all-star-შიც ითამაშა;

რეალთან ერთად 2021 და 2022 წლებში მოიგო ესპანეთის სუპერთასი; 2022 წელს გახდა ესპანეთის ჩემპიონი; 2023 წელს მოიგო ევროლიგა და გასულია ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში.

2023 წლის მსოფლიოს ჩეპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ფილიპინებში, იაპონიასა და ინდონეზიაში ჩატარდება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები F ჯგუფში სლოვენია, ვენესუელა და კაბო-ვერდე არიან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები